კადრებში ნაჩვენებია ლურსმანაშვილი და ის მიკროავტობუსით ხაშურიდან თბილისში მიდიოდა — შსს

On.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სამესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ კადრებში, სადაც ჩანს, რომ თეთრპერანგიანი პირი ფეხბურთელის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია. უწყების მტკიცებით, ის მიკროავტობუსით ხაშურიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. https://on.ge/story/59525-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1 "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე დადგენილია, იგი არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით", — აღნიშნავენ უწყებაში. #News