წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა მოიპოვა
Tbilisi Daily
წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ორი პარტია შევა, უმრავლესობა კი „ქართულ ოცნებას“ ექნება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.
ბარიერის გადალახვა „ქართული ოცნებისა“ (46%) და „ნაციონალური მოძრაობის“ (33,9%) გარდა სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს.
უმაღლესმა საარჩევნო კომისიაში 373 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 16-ის შედეგებს ელოდებიან, შესაძლებელია ამ უბნების მონაცემებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბედი გადაწყვიტოს.
ქობულეთში ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ცოტნე ანანიძე ზუსტად 50%-ით და მას მხოლოდ პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ერთი ხმა სჭირდება. ქობულეთში ყველა უბანი დათვლილია. როგორც უსკოში განმარტეს, ელოდებიან შესწორების ოქმს და შესაძლებელია მონაცემი შეიცვალოს.
ასევე მონაცემებში ცვლილებას ელოდებიან მაღალმთიამ აჭარაში, დასათვლელია რამდენიმე უბანი. მთიან აჭარაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ფრიდონ ფუტკარაძეს ამ დროისთვის 50%-ს +ერთი ხმა აქვს. ბათუმში კი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.