ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდემიისას დეზინფორმაციის ებრძოლონ
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
„მოვუწოდებთ მედიას, ტექნოლოგიურ კომპანიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მკვლევრებსა და ხალხს ხელი შეუშალონ ინფოდემიის გავრცელებას, რადგან ახლა, როგორც არასდროს, სიმართლეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისევე, როგორც Covid-19-ი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ჭორები, ტყული და დეზინფორმაცია ასევე ვრცელდება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.