საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

COVID-19-ის მორიგი ანტირეკორდი - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3768- ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 96860-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 2226 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5879. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3411 ადამიანი. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა.