ბათუმში ორი პირი დანით დაჭრეს
Pirveliradio Ge
ბათუმში ორი პირი დანით დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ ერთდროულად შეიყვანეს. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტადათ.
მედიკოსების თქმით, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 22 წლამდე ასაკის კაცს ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, მაშინ როცა მიმალვას ცდილობდა. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფრმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ კლუბში მოხდა. მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147179