ბოლო ერთ წელში საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა - საქსტატის წინასწარი შეფასება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო ერთ წელში საქართველოს ეკონომიკა 6,1 პროცენტით შემცირდა. ეს "საქსტატის" წინასწარი შეფასებაა. ამავე შეფასების მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლება 7,9 პროცენტი იყო. 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით: კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31075496.html #ახალი_ამბები #twitter