განახლებული კოვიდსტატისტიკა აჭარაში
Batumi Daily
საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი.
აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკებში 673 პირი მკურნალობს, აქედან 73 პირის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 23 პაციენტია.
აჭარის კოვიდსასტუმროებში 804 მოქალაქე რჩება. 1788 ადამიანი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში