მეტროს მემანქანეები, შესაძლოა, გაიფიცონ-ისინი ხელფასის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ

Pirveliradio Ge

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ - საპროტესტო აქციას ისინი დღეს გამართავენ და მოთხოვნით დედაქალაქის მერს მიმართავენ. მათი მტკიცებით სწორედ კახა კალაძე დაპირდა მათ პანდემიის პერიოდში ანაზღაურების სრულად ჩარიცხვას. "გაჩერებული როცა ვიყავით პანდემიის დროს 2 თვით, დაპირება იყო ხელმძღვანელობისგან, და სავარაუდოდ, მერიისგან ჰქონდათ ის ინფორმაცია, რომ ჩვენ უნდა აგვეღო სრული ხელფასი. ეს იცოდნენ თანამშომლებმა და უმრავლესობამ არ ისარგებლა საშეღავათო პერიოდით ბანკებისგან და არ გადაავადა. და აღმოჩნდა, რომ ხელფასები რომ ჩაირიცხა, ნაკლები იყო. სადღაც 1000 ლარამდე დააკლდა ხალხს შემოსავლი. გვინდა მერს მივმართოთ, შეგვხვდეს და გაგვცეს პასუხი," - ამბობს მეტროს მემანქანე ნუგზარ გაგუა "მთავარ არხთან" საუბარში. მათი თქმით, მეტროს ადმინისტრაცია ყველაფერს მერიას აბრალებს და ამბობს, რომ სწორედ ამ სახელწიფო უწყებამ ჩაურცხა მათ ნაკლები თანხა სახელფასო ბიუჯეტისთვის. თუ მემანქანეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ არის გამორიცხული, რომ ისინი გაიფიცონ. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=146937