რუსული S-400-ების გამო, თურქეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებას ამერიკული სანქციები დაუწესდა

Interworld

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400 Triumph-ის შეძენის გამო თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის უწყების (SSB) წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ამავდროულად კუთვნილი აქტივები „გაეყინათ“ და სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ ამავე დეპარტამენტის უფროსს ისმაილ დემირსა და მის მოადგილეებს. შემაკავებელ ზომებში შედის SSB-ის მიერ, ნებისმიერი ამერიკული საქონლისა და ტექნოლოგიის მიყიდვის აკრძალვა, ასევე მისთვის საბანკო სესხებისა და კრედიტების მიწოდების შეზღუდვა. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, თურქეთში განთავსებული „ინჯირლიქის“ ავიაბაზის სიახლოვეს, რუსული S-400-ების არსებობა მნიშვნელოვანი საფრთხეა ამერიკული სამხედრო ავიაციისთვის. #Turkey #USA #Russia #S400 #sanctions #interworld