ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე გამოაკლდა. გიორგი გრატიაშვილი სამოსამართლეო საქმიანობას ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გააგრძელებს. ის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგება.
გიორგი გრატიაშვილი 2016 წლის 4 იანვრიდან იყო გამწესებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.
მეორე მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღარ იმუშავებსგოჩა ფუტკარაძეა. ის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში გააგრძელებს საქმიანობას.გოჩა ფუტკარაძესაქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2003-წლიდან მუშაობდა. პარალელურად შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.
ორივე მათგანი კონკურსის წესით გამწესდა.
ამ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქალაქო საქმეთა კოლეგიაში 4, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 3 მოსამართლე რჩება. ვინ ჩაანაცცვლებს სასამართლოდან გადასულ მოსამართლეებს, ჯერ უცნობია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება და დაუდასტურებელი ინფორმაციით მის ადგილმონაცვლედ მოსამართლე თამარ ბეჟანშვილი განიხილება.