არის თუ არა ინფექცია დედის რძეში

Tbilisi Daily

მეცნიერებმა დედის რძეში ახალი კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირება დღემდე ვერ შეძლეს. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს მომავალში მოხდეს. აშკარა რისკის მიუხედავად, ძუძუთი კვებას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, შეიძლება სწორედ დედის რძის მეშვეობით ახალშობილს გადაეცეს ის ანტისხეულები, რომლებიც მას COVID-19-ისგან დაიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებმაც ძუძუთი კვების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ამ დროს ვირუსის გადაცემის რისკი მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი. ამისათვის კი დედამ ბავშვთან ყოველი შეხების წინ სამედიცინო ნიღაბი უნდა გაიკეთოს და ხელები კარგად დაიბანოს. იგივე წესები უნდა იყოს დაცული, როდესაც ახალშობილს გამოწველილი რძით კვებავენ. ამავდროულად აუცილებელია, რომ ყველა ზედაპირს, რომელსაც ინფიცირებული დედა ეხება, დეზინფექცია ჩაუტარდეს.