ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს პოლიტსაბჭოს 2 სხდომა გამართა. მათ პოზიცია უნდა შეაჯერონ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მეორედ იმსჯელეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა ქრისტიან დანიელსონთან. ეს იქნება ოცნების საბოლოო პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით, პარტიისთავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდის მკაფიო და კონკრეტული პოზიცია ხვალ გასაჯაროვდება.