მაიკ პომპეო: აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერზე“ წერს: „აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით“. როგორც პომპეო აღნიშნავს, აშშ-სა და საქართველოს აქვს მტკიცე ურთიერთობა, რომელიც  ეფუძნება საერთო ერთგულებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. „ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს გააღრმავოს მისი ევროატლანტიკური კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აცხადებს პომპეო. დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ჩამოვიდა მაიკ პომპეო. ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ოპოზიცია 18 ნოემბერს გეგმავს აქციას - სტუმრის მისასალმებლად და არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30955382.html #ახალი_ამბები #twitter