ზუგდიდის საავადმოყოფოში მოთავსებულ სატვირთო მანქანის მძღოლს COVID-19 არ დაუდასტურდა.
Zugdidi Daily
ზუგდიდის საავადმოყოფოში მოთავსებულ სატვირთო მანქანის მძღოლს COVID-19 არ დაუდასტურდა.
გუშინ დილით ზუგდიდის რეფერალურ საავადმოყოფოში, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ შეყვანილი იქნა სატვირთო ავტომობილის მძღოლი, შუახნის მამაკაცი, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი ბიოლოგიური მასალა კი ლუგარის ლაბორატორიაში იქნა გაგზავილი.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ამასთან დაკავშურებით განცხადებას აკეთებს :
"დილის საათებში შემოყვანილ იქნა 112-ის სამსახურის მიერ შუახნის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება ხველების რამდენიმე დღიანი ეპიზოდი. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს, ის მთავრობის დადგენილებაში მითითებული განსაზღვრებით შეესაბამება შესაძლო შემთხვევას, ამიტომ მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში და ყველაფრის გათვალისწინებით, აღებულია მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით."
ლუგარიის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით შუახნის მამაკაცს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.
კორონავირუსი ასევე არ დაუდასტურდათ ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებულ 5 პაციენტს, რომელთა ბიოლოგიური მასლები ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი .
#ზუგდიდი
#საავადმყოფო
#კოორნავირუსი
#უარყოფითიპასუხი
#ბოქსირებულიგანყოფილება
#ლუგარისლაბორატორია
#zugdididaily