ჩინეთში დააკავეს პროფესორი, რომელიც სი ძინპინს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრიტიკებდა

Headline

ჩინეთის ხელისუფლებამ დააკავა პროფესორი, რომელიც ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრიტიკებდა. არსებული ინფორმაციით,სამართალმცოდნე, ცინჰუას უნივერსიტეტის პროფესორი, სუ ჟანრუნი, რომელიც ჩინეთის მთავრობის კრიტიკითაა ცნობილი, სამართალდამცველებმა მის სახლში დააკავეს. მიმდინარე წლის თებერვალში პროფესორმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის ლიდერს ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიცრუეში ადანაშაულებდა. წყარო - სააგენტო AFP #კორონავირუსი #კოვიდ19 #პანდემია #ეპიდემია #ახალიამბები #პოლიტიკა