Covid-19-ით ინფიცირებულებისთვის მობილიზებულია 29 კლინიკა, პაციენტები არიან 9-ში — ტიკარაძე
On.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებული 29 კლინიკა, თუმცა გამომდინარე პაციენტების რაოდენობიდან, ინფიცირებულები მხოლოდ 9 დაწესებულებაში არიან განთავსებულნი.
"მობილიზებული 29 კლინიკა, რომელიც დეტალურად არის შესწავლილი როგორც ხარისხობრივი კუთხით, ასევე, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარით, რომელიც ესაჭიროებათ კოვიდ ინფექციის მართვისთვის. დღესდღეობით, პაციენტები განთავსებულები არიან მხოლოდ 9 კლინიკაში, ვინაიდან, იმ პაციენტთა მოცულობიდან გამომდინარე, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არის, სხვა დამატებითი კლინიკების დატვირთვა ჯერჯერობით არ მომხდარა", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
#news
#Covid19
https://on.ge/story/55313-covid-19-%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-29-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-9-%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94