ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 81-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. დე ფაქტო ხელისუფლებამ 30 ივლისს, საღამოს დაადასტურა 10 ახალი შემთხვევა. ე.წ. ოპერატიული შტაბი ახალი პაციენტების ინფიცირების წყაროს შესახებ არაფერს იუწყება. აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 2 ადამიანი. საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას ამ დროისთვის დადასტურებული აქვს კორონავირუსის 89 შემთხვევა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30758332.html #ახალი_ამბები #twitter