რატომ ქმნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ კომპანიას?
Headline
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც შეაფასებს, თუ როგორ გაუმკლავდა ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას და რა რეაგირება მოახდინეს მთავრობებმა. გადაწყვეტილების შესახებ ჯანმო-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომელშიც ორგანიზაციის წევრი 194 ქვეყნის წარმომადგენლობებიც იღებდნენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირების შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. გამოძიების ფარგლებში ნებადართული იქნება, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლიც შეფასდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გლობალური ჯანდაცვითი საფრთხის შესახებ დაგვიანებით განაცხადა.
ჯანმო კორონავირუსი კოვიდ19 კორონა