გოგონას, რომელიც ინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, დედის მერე, მამაც გარდაეცვალა
Tbilisi Daily
გოგონს, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდა, მამაც გარდაეცვალა. მარიამ კაკაურიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, რომ მის დედ-მამას მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში სჭირდებოდათ, თუმცა ადგილების არარსებობის გამო მათი იქ მოთავსება ვერ მოხერხდა.
მარიამ კაკაურიძეს დედა 5 ნოემბერს გარდაეცვალა, ხოლო მამა - დღეს დილით. Covid-19 -ით გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში ცხოვრობდნენ.