ზურაბიშვილი მაკრონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

Tbilisi Daily

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულ ემანუელ მაკრონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უხილავი მტერი ვერ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებასა და პანდემიის დასაძლევად სოლიდარობის გაღრმავებაში“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.