აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა უკრაინაში ომის გამო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-მა რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა უკრაინაში ომის გამო.
სანქციების სიაში ასევე შედის კადიროვის სამი ქალიშვილი და მის ცოლად მოხსენიებული სამი ქალი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ლაპარაკი.
სანქციების სიაში სულ 22 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი მოხვდა. მათ შორის: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი, გადახდის ბარათების ეროვნული სისტემის „მირის“ გენერალური დირექტორი ვლადიმერ კომლევი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტის - ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის (NSD) მართვისა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ ჟიდკოვი.
სანქციების უწესდება ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების საოკუპაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს ვოლოდიმირ როგოვს და ევგენ ბალიცკის, ულტრამემარჯვენე ჯგუფ „რუსიჩს“, რომელიც იბრძვის უკრაინაში და მისი მეთაურებს, ოლექსი მილჩაკოვი და იან პეტროვსკი.
2020 წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა რამზან კადიროვის წინააღმდეგ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებში მისი მონაწილეობის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ჰქონდა სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი იყო პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან უხეში დარღვევისთვის გასული ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის არის წამებისა და სასამართლოს გარეშე მკვლელობების შემთხვევები. 2017 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კადიროვი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კადიროვი პასუხისმგებელია არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებისთვის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32035684.html
Source: radiotavisupleba.ge