საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა
Mediamall
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს, ახალი კორონავირუსი წუხელ ღამით და დღეს დილით, შესაბამისად, ორ პაციენტს დაუდასტურდა.
ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.
უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს.
#coronavirus
#covid19
#georgia
a