ალასანია სააკაშვილზე: მისი სურვილია, საუბარი არ იყოს [პარტიის] დაშლაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მედიას მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება გააცნო მის დაფუძნებულ პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. გიული ალასანია მედიას შვილთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. "არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი. ახლა ასეთი პოზიცია აქვს, დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიასო, ის ნამდვილი გმირიაო. მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ დიდ წარმატებებსო. დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს ძალა ერთობაშია და საუბარი არ იყოს დაშლაზე", - თქვა გიული ალასანიამ. დღეს, 30 იანვარს დასრულდა არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა მისი მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელიაც. მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32245638.html

Source: radiotavisupleba.ge