#DefendingUkraine - დღეს თბილისში უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება, მონაწილეები შეკრებას 18:00 საათიდან დაიწყებენ.  ეს აქცია 14 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.  ღონისძიების ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, რომ 14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც უკრაინელები აღნიშნავენ ერთდროულად სამ დღესასწაულს: უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღეს და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს. "აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან „დაცვის წრეში“, თითქოს იცავენ მონუმენტს - თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს. თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: „როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე“. ვიწვევთ უკრაინელებს და უკრაინის მეგობრებს შემოგვიერთდნენ ამ ღონისძიებაში. თან წამოიღეთ უკრაინის სიმბოლოები, დროშები, დახატეთ ფერადი პლაკატები", - წერია ორგანიზატრების განცხადებაში.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32085431.html

Source: radiotavisupleba.ge