200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება - გიორგი გახარია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან, 2 სექტემბრიდან დაიწყება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დახმარების მისაღებად სულ 857 ათასი განაცხადია რეგისტრირებული.
"ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა 1 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ", - თქვა გახარიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა 18 წლამდე პირი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ბაზაში დაარეგისტრირებენ ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს. განაცხადების მიღება 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30816340.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)