წალენჯიხაში, სქურის მთაზე ხანძარია
Zugdidi Daily
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე ხანძარია. ხანძრის ამსახველ ფოტოს ადგილიდან ცირა გვასალია ავრცელებს. მისი თქმით, შორიდან ჩანს, რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
"აქ მშრალი ამინდები იყო ბოლო პერიოდში. ამას ემატება მსუბუქი ნიავიც და იმედი მაქვს, არ მოედება ძალიან. 18:10-ზე დავრეკე 112-ში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი — არა. იმედი მაქვს, დროზე მოვლენ", — წერს ცირა გვასალია ფეისბუქში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. მათივე თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდირებული, ჯერჯერობით, არ არის.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სამეგრელო
#წალენჯიხა
#zugdididaily
წყარო: on.ge