რა გავლენა მოახდინა თვითიზოლაციამ იმუნიტეტზე

Tbilisi Daily

რადგან ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოგვიწია, ამან იმუნურ სისტემაზე ზემოქმედება მოახდინა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმედის გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „იმუნური სისტემის რამდენიმე ასპექტი არსებობს: სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება და ბალანსირებული კვება. თუ ეს ყველაფერი მოწესრიგდება ჩვენ იმუნური სისტემის აღდგენა არ გაგვიჭირდება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა. მისივე თქმით, ზაფხულს მშვიდად, ემოციების გარეშე უნდა შევხვდეთ. მზეზე რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ და შემოდგომას მომზადებულები შევხვდებით.