ბათუმში ბელარუსი ხალხის მარდამჭერი აქცია გაიმართა

Tbilisi Daily

ბათუმში, ევროპის მოედანზე ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა, სოლიდარობის ნიშნად, ფერადი ლენტებით "ცოცხალი ჯაჭვი" გაავლეს. მათი განცხადებით, აქცია თავისუფლებისთვის მებრძოლ ბელარუს ხალხს ეძღვნება. "ჩვენ გვაქვს გამოცდილება გაყალბებული არჩევნების. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ხალხს თავისუფლების და სამართლიანობისათვის ბრძოლაში. შევეცადეთ, რომ მათი დროშის ფერებში ყოფილიყო წარმოდგენილი ეს აქცია. ბევრი ბელარუსი, ჩვენს ქალაქში დროებით მცხოვრები, შემოუერთდა აქციას. ასევე უკრაინელებიც. ეს ის ადამიანებია, ვინც კარგად იცის ერთიანობის, სამართლიანობის ფასი და შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი აქციაც გამოიწვია სწორედ ამან", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ასმათ დიასამიძემ.