იმერეთში,დაკრძალვაზე ერთ-ერთ ჭირისუფალს კორონავირუსი დაუდასტურდა
Kutaisi Daily
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია ერთი პირი, 82 წლის ქალბატონი, რომელიც სოფელ ლეღვანში ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, ქალს ვირუსი რძლისგან გადაედო, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა და ინფიცირებულთან კონტაქტი 3-4 ოქტომბერს ჰქონდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსი მსუბუქი სიმპტომით მიმდინარეობს და პირი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ცენტრის დირექტორის შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, დადგენილია ყველა კონტაქტი (10 პირი), რომლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ. არცერთ მათგანს ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ასევე, სოფელ ლეღვანშია კიდევ ერთი კლასტერი, რომელთაც წყალტუბოში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ეს პირები იმყოფებოდნენ დაკრძალვაზე, სადაც ერთ-ერთ ჭირისუფალს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მათზე ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას სისტემატურად ახორციელებენ.
ამ დროისთვის ხარაგაულში თვითიზოლაციაში 20 პირი იმყოფება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #ეპიდემია #პანდემია #kutaisidaily
წყარო - topnews