ამ დროისთვის TBC ბანკში 1 დოლარი 3,51 ლარი ღირს, ხოლო "საქართველოს ბანკში" კი 3,5 ლარი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139734 საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის TBC ბანკში 1 დოლარი 3,51 ლარი ღირს, ხოლო "საქართველოს ბანკში" კი 3,5 ლარი. ეროვნული ვალუტა უფასურდება Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. აქ ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 3,43 ლარია. ლარმა ორშაბათს გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა, ერთი დოლარის ღირებულებამ 3,23 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3,45 ლარი შეადგინა. ლარის გაუფასურება ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაიწყო. ბოლო კვირებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მხოლოდ ერთ სავაჭრო დღეს, 15 მარტს გამყარდა.