კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისიდანაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისიდანაა. შედარებით დაბალი მაჩვენებლები ნარჩუნდება რეგიონებში. რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: თბილისი - 710; აჭარა - 78; იმერეთი - 239; ქვემო ქართლი - 63; შიდა ქართლი - 130; გურია - 24; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108; კახეთი - 105; მცხეთა-მთიანეთი - 47; სამცხე-ჯავახეთი - 14; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 004 პირი. გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელებულია 1282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე. ბოლო 24 საათში  საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2505-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31027961.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები