რა ეტაპზეა შაქარაშვილის საქმის გამოძეიბა — შსს-ს განმარტება

On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ამ დროისთვის 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული. ამ თემაზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა და ერთ-ერთი მოწმის ჩანაწერი გაასაჯაროვა. https://on.ge/story/59404-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%96%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 უწყების ინფორმაციით: გამოკითხულია 93 პირი; გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები; მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით; ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი; #News