მხოლოდ მზად კი არა ვარ, მოვითხოვ, რომ ჩვენება ჩამომართვან.
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=139449
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელმაც ბაქოს ციხე ორი დღის წინ დატოვა, ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. ამის შესახებ მან გადაცემა სოფო ზურაბიანის გადაცემა ,,პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა.
"მხოლოდ მზად კი არა ვარ, მოვითხოვ, რომ ჩვენება ჩამომართვან. მინდა, ვაჩვენო ის ადგილები, საიდანაც გამიტაცეს, სადაც თავიდან ტომარა მომხსნეს, რა გზით წამიყვანეს, ყველაფრის ჩვენება შემიძლია:, - განაცხადა მუხტარლიმ.