30 ადამიანზე მეტი შემოწმდა კორონავირუსის ტესტით
Sokhumi Daily
აპრილში, კორონავირუსი, აფხაზეთში მხოლოდ 3 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
გასული დღის განმავლობაში, აფხაზეთში, 32 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. ყველა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
როგორც შტაბში განმარტავენ, ჩატარებული ტესტების რაოდენობის ზრდა განპირობებულია გუდაუთის საავადმყოფოს ექიმების შემოწმებისთვის, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ. პროტოკოლის თანახმად, მათ იზოლაციის შემდეგ Covid-19-ზე ტესტი უნდა ჩაუტარდეთ.
დღეის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
#კორონავირუსი
#ტესტი
#ინფიცირებული
#sokhumidaily