საპროტესტო აქცია უსკოსთან
Batumi Daily
ბათუმში დღეს, 14 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) სხდომას გეგმავს. პარალელურად, შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
უსკომ დღეს რამდენიმე საკითხზე უნდა იმსჯელოს, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებაზე. აგრეთვე, უსკომ დღეს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ უნდა ისაუბროს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კახა ჯაიანმა დატოვა.
ამასთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ არანაირი შემაჯამებელი ოქმები უსკოში არ უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ არჩევნებში 5% - იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაონამ“ გადალახა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში