უკბილო აფთრები, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ - ირაკლი კობახიძე
Tbilisi Daily
ირაკლი კობახაძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა დ განაცხადა, რომ ფინანასთა მინისტრმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მობილიზებულიყო რესურსები ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური პაკეტის სრულყოფისთვის.
ის იმედოვნებს და ამბობს, რო უმჯობესი იქნება, თუ ესა თუ ის პოლიტიკოსი ამ წარმატებულ პროცესში ხელისუფლებას ხელს არ შეუშლის.
ამასთან, კობახიძე ექსპრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უკბილო აფთრებს ადარებეს, რომლებიც 8 წელია უშედეგოდ ნადირობენ.
,,ყველა ობიექტური დამკვირვებელი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხედავს, რომ პროცესები წარიმართება წარმატებით დღემდე და ასეც გაგრძელდება. ამისთვის მობილიზებულია „ქართული ოცნების“ გუნდი, ზოგადად, ხელისუფლება და ეს არის საერთაშორისო დონეზეც აღიარებული. მინდა, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღვნიშნო მთავრობის და, კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს როლი, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მობილიზებულიყო რესურსები ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური პაკეტის სრულყოფისთვის.
არანაირი რესურსი დახმარებისთვის მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, მისი ქვეცნობიერი მიზანი თუ ცნობიერი მიზანი არის ორიენტირებული დესტრუქციისკენ.
ეს არის მათი აფთრული ინსტიქტი, მაგრამ აფთარი შეიძლება საშიში იყოს, ისინი კი არიან არასაშიში აფთრები, უკბილო აფთრები, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ ამ დესტრუქციას ვუპასუხებთ იმით, რომ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.
#კორონავირუსი
#ირაკლიკობახიძე
#ოპოზოცია
#tbilisidaily