ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა

Sokhumi Daily

კორონავირუსის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული ორი დღის განმავლობაში კორონავირუსზე 285 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან 86 პირს დაუდასტურდა COVID- 19, ხოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. "1944 წელს დაბადებული პაციენტი, რომელიც 10 ოქტომბერს გუდაუთის ცენტრალურ რეგიონალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე დღეს გარდაიცვალა სუნთქვის და გულის უკმარისობის გამო. იმავე დღეს, 11 ოქტომბერს, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა 1969 წელს დაბადებული კოვიდდადებითი პაციენტი. ის 10 ოქტომბერს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა სუნთქვის მძიმე უკმარისობით და ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიით. მამაკაცს ჰქონდა მძიმე თანმხლები სომატური დაავადებები." - წერია ოპერატიული შტაბის განცხადებაში. ოკუპირებული აფხაზეთის სპეციალური ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რეგიონულ საავადმყოფოში სულ 173 ადამიანი იმყოფება, 28 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 25 პაციენტი გაწერილია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა