რას ამბობენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ?
Headline
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასატარებელი რეფორმების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. იგი აცხადებს, რომ თავიდან ქვეყანაში რევოლუცია უნდა მოხდეს, თუმცა ამჯერად - ანტიელიტური. რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, იგი ფიქრობს, რომ უკრაინაში ჩაკეტილი ჩინური საწარმოები უნდა გაიხსნას. იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის რეფორმების უკვე აღარავის სჯერა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ გამოსვლაში მან უნებურად გაამხილა საკუთარი რეალური მიზნები.
მიხეილ სააკაშვილი ამ კვირაში, სათავეში ჩაუდგა რეფორმების კომიტეტს. ჩინოვნიკი აცხადებს, რომ ყველა მცდელობა ქვეყანაში ჩატარებულიყო გარდაქმნები, უშედეგოდ დასრულდა, რადგან ადგილებზე დარჩნენ ის პირები, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს "საკენკში".
"უკრაინაში უნდა მოხდეს ანტიბიუროკრატიული, ანტიელიტური რევოლუცია. ყველა ის პირი, ვინც საკუთარ თავს კარგად გრძნობს "საკენკში" არსად წასულა, ისინი დარჩნენ და ელოდებიან, როდის ჩაგვიქრება ენთუზიაზმი და დავსუსტდებით ის ადამიანები, ვისაც ცვლილებები გვსურს. ამის შემდეგ იტყვიან, რომ აი, ჩვენ ვამბობდით, რომ არაფერი გამოვიდოდა, გაფრთხილებდით."- აცხადებს სააკაშვილი
ქვეყანიდან გაქცეულმა ექს პრეზიდენტმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რომელიც 2017 წელს პოროშენკოსთან კონფლიქტის შედეგად ჩამოერთვა. 2019 წელს, ახალმა ხელისუფლებამ მას ისევ დაუბრუნა უკრაინული პასპორტი.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში საქართველომ კონსულტაციისათვის უკრაინიდან ელჩი გამოიწვია. თბილისში დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ სააკაშვილის "რეფორმატორად" დანიშვნის გამო, რადგან მათი აზრით, ქვეყანაში არაერთხელ გასამართლებული და ძებნილი პირი არ უნდა ინიშნებოდეს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის საჯარო თანამდებობაზე.
ახლა კი გაგაცნობთ მცირე ნაწილს იმის შესახებ, თუ რას ამბობენ უკრაინის არასამთავრობო სექტორში მიხეილ სააკაშვილზე.
კიევის პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, ვლადიმერ სკაჩკო დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ისეთივე რეფორმატორია, როგორც "ცნობილი ბიოლოგიური ნარჩენისაგან" შემდგარი ტყვია. მედიასთან საუბრისას იგი აცხადებს: "ეს არაერთხელ დამტკიცდა. ახლა საუბარია არა მისი ოპონენტების არგუმენტებზე, არამედ სააკაშვილის ქმედებებზე და "რეფორმებზე" რომელიც მან უკრაინასა და საქართველოში ჩაატარა"
სტატია ადაპტირებულია უკრაინული გამომცემლობა VZ-ზე დაყრდნობით.
#უკრაინა
#საქართველო
#სააკაშვილი
#ელჩი
#პარტნიორი
#პოლიტიკა
#headline
#saakashvili
#politics
#opinion