ბოლო 24 საათში პირბადის წესის დარღვევისთვის 793 ადამიანი დაჯარიმდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში პირბადის წესის დარღვევისთვის 793 ადამიანი 20 ლარით დაჯარიმდა დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ავრცელებენ. უწყებაში ამბობენ, რომ სულ რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 85 კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა, რაც ფიზიკური პირების შემთხვევაში 2 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 10 000 ლარს მოიცავს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაჯარიმებულთა შორის იყვნენ პირები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.