მელიამ განგებ აირჩია პროვოკაციული გზა - არჩილ თალაკვაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პარლამენტის თავმჯდომარისარჩილ თალაკვაძისგანცხადებით, ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა. მან აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და მან განგებ აირჩია პროცესებში მეტი ესკალაციის შეტანა. 'როდესაც აცხადებ თავს კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებლივ წესრიგზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ისეთი, როგორიც მოხდა ამ შემთხვევაში სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. სახელმწიფო კანონის ფარგლებში მაქსიმალურად კომპრომისული იყო და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა. მან აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და მან განგებ აირჩია პროცესებში მეტი ესკალაციის შეტანა. დღეს, სპეცრაზმელებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულა თავისი მოვალეობა და სრულიად გამჭირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე, სადაც ექნება შესაძლებლობა საკუთარი არგუმენტები წარადგინოს. მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, ვინც მას აგულიანებდნენ და არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე შეტევის გზა, თითქოს არის დემოკრატიული და თითქოს, ეს ნაბიჯები დემოკრატიისკენ წაიყვანს ქვეყანას'- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.