ტოვებს თუ არა Wizz Air-ი საქართველოს

Tbilisi Daily

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი აქართველოს ბაზარს ტოვებს და ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ. ქუთაისის აეროპორტში ბაზის გაუქმების შესახებ გაერთიანებას საავიაციო კომპანიისგან ოფიციალური წერილი არ მიუღია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას აუქმებს. ამის შესახებ თავად კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. Wizz Air-ი ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.