საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევაა 

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 636-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3473 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 353-ით მეტი ახალი შემთხვევაა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 73 154 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511. 24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში: 1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28; 2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7; 3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20; 4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19; 5 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20; 6 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22; 7 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2859. გარდაცვლილი 18; 8 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2901. გარდაცვლილი 34; 9 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2927. გარდაცვლილი 24; 10 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2970. გარდაცვლილი 22; 11 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2911. გარდაცვლილი 45; 12 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3120. გარდაცვლილი 33; 13 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3473. გარდაცვლილი 37.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30945780.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)