თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

Tbilisi Daily

ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, გუშინ, 12 აგვისტოს, გვიან ღამით, თბილისში, ცირკის ახლომდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული გუშინ ღამესვე, ცხელ კვალზე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.