რამდენი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს რუხის კლინიკას?

Zugdidi Daily

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან 3 ზუგდიდის მცხოვრებია, ერთი კი ხაიშის. რუხის კლინიკაში 77 კოვიდპაციენტი მკურნალობს. აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სამეგრელოში დღეს კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 3120, 37 კი გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #zugdididaily #კორონავირუსი წყარო: ლაივპრესი / www.livepress.ge