შეიცავს თუ არა საფრთხეს მარნეულიდან შემოტანილი პროდუქცია?
Tbilisi Daily
თბილისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის შეტანისა და იქიდან პროდუქციის გამოტანისას მოქალაქეებს ერთმანეთთან შეხება და კონტაქტი არ ექნებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა
განაცხადა.
,,როცა მოდის მანქანა თბილისიდან, რომელმაც სურსათი უნდა შეიტანოს მარნეულში და ასევე, ის სურსათი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც მარნეულიდან მოდის პირიქით, შემსვლელ მანქანაზე დაიტვირთება, გადმოვა და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ ადამიანებს შეხება არ ჰქონდეთ ერთმანეთთან. დეტალებზე, სად როგორ მოხდება ეს, ამაზე შევთანხმდებით," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ჰქონდა კონსულტაციები ინფექციონისტენთან და გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან - კარტოფილიდან, ხახვიდან თუ მწვანილდან ვირუსის გადაცემის საფრთხე არ არსებობს. სუბარის განმარტებით, პროდუქცია უნდა გავრეცხოთ და დავამუშაბოთ, სხვა დამატებითი ზომის მიღება კი საჭირო არ არის.
,,ეს არის ის პერიოდი, როცა ყველანი სიფრთხილით ვეკიდებით ყველაფერს და ლამის პურს ვრეცხავთ და მწვანილი გავრეცხოთ ახლა მგონი ნორმალურია,"- განაცხადა სუბარმა.
#მარნეული
#თბილისი
#სოზარსუბარი
#პროდუქცია
#tbilisidaily