სალომე სამდაშვილს არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი

Tbilisi Daily

ბოლო 24 სა­ათ­ში covid-19 -ით გარ­დაც­ვლილ 41 პა­ცი­ენტს შო­რის ორი ექი­მია. კო­რო­ნა­ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა ქო­ბუ­ლე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი 70 წლის ლალი ბა­ლა­ვა­ძე და სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი 65 წლის და­რე­ჯან დე­ვი­ძე. ორი­ვე მათ­გა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო პა­ცი­ენ­ტი იყო. რო­გორც ქო­ბუ­ლეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის ნა­თე­სა­ვი ამ­ბობს, გარ­დაც­ვლილს არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქო­ნია, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა, სახ­ლში ემ­კურ­ნა­ლა. "სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და ასა­კის გარ­და არა­ნა­ი­რი რის­კი არ ჰქონ­და. ამი­ტომ არ დაწ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ვი­საც უფრო სჭირ­დე­ბა, იმის ად­გილს არ და­ვი­ჭერ, სხვას უფრო გა­მო­ად­გე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი, სახ­ლში ვიმ­კურ­ნა­ლე­ბო, უთ­ქვამს. ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს უეც­რად დამ­ძიმ­და. მა­შინ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და სა­სუნ­თქ აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა", - ამ­ბობს ambebi.ge -სთან გარ­დაც­ვლი­ლის ძმის­შვი­ლი.უკა­ნას­კნელ 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი კი­დევ ერთი ექი­მი 65 წლის და­რე­ჯან დე­ვი­ძე სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. იგი 25 დღე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვის, რუ­სუ­დან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს რამ­დე­ნი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. "ჰქონ­და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა, ჰი­პო­ფი­ზის ადე­ნო­მა და დი­ა­ბე­ტი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თავს არ ზო­გავ­და და პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძო­და, რა­საც შე­ე­წი­რა კი­დეც. დღე და ღამე მუ­შა­ობ­და, ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე ღამე მო­რი­გე­ობ­და. მე­უღ­ლე შარ­შან გარ­და­ეც­ვა­ლა და­რე­ჯანს და მისი 20 წლის შვი­ლი სრუ­ლი­ად ობო­ლი დარ­ჩა. " - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან რუ­სუ­დან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.ცნო­ბის­თვის, უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 41 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 19, აჭა­რა­ში - 5, იმე­რეთ­ში - 12, ქვე­მო ქარ­თლში - 2, ხოლო მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - 3 ადა­მი­ა­ნი. 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე სულ გვაქვს 894 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა.