წამალი მაქვს დასალევი, ფიტნესცენტრი ხომ დაკეტეთ? ვერ ვვარჯიშობ და წამალი უნდა დავლიო - ბაგრატიონი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ხმაური და დაპირისპირებაა აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ათობით პოლიციელია მობილიზებული შენობის უკანა ეზოში.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ სახლში უნდა შესვლა, სამართალდამცველები კი გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ.
ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ 12 სართულიან კორპუსში, რომელიც მთავრობის სახლთან ახლოს მდებარეობს ბინა აქვს ნაქირავები, ახლა კი მედიკამენტის მიღების დრო აქვს და კორპუსში ვერ შედის.
''წამალი მაქვს დასალევი, ვერ ვიტყვი რომელი. ფიტნესცენტრი ხომ დაკეტეთ? რომ ვერ ვვარჯიშობ წამალი უნდადავლიო. გადაადგილების უფლებას რომელი კანონით მიკრძალავთ?
დეპუტატი ვარ და კანონი მაძლევს უფლებას მთავრობის სახლში შევიდე და თორნიკე რიჟვაძესშევხვდე. არ მიშვებენ. ახლა კი სახლში მინდა შესვლა, რომელიც აქციების დროს ვიქირავე და ამაზეც უარს მეუბნებიან.რიჟვაძე არ გვხვდება, პოლიცია დაყვებაყველგან. ამიტომ ჩვენ დავდგებით გარეთ და შევეცდებით შევხვდეთ. დავიძახებთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა'' - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
მისივე თქმით, კორპუსში თორნიკე რიჟვაძის თანაშემწის მშობლები ცხოვრობენ და სწორედ ისინი იძახდნენ ფრაზებს ''მოშორდესო''.
სამართალდაცველები ამბობენ, რომ ელგუჯა ბაგრატიონს დროებით კორპუსში ვერ შეუშვებენ, ამ ფორმით კი თავიდან იცილებენ მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებსშორის დაპირისპირებას.
''აქ მოხდა კონფლიქტი, შეიძლება არ გაინტერესებდეს, მაგრამ ასეა... სახლში უნდა შეხვიდეთ კი, ეს არის დრობითი შეზღუდვა და დროებითვერ გაგატარებთ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება'' - ამბობს სამართალდამცველი.
ელგუჯა ბაგრატიონი კი აცხადებს, რომ ბინაშიმარტო შევა.