აშშ-ში კორონავირუსის 24 485 შემთხვევა დადასტურდაა - 646 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 2 371 422-მდე გაიზარდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 646 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი ვირუსს 121 870 ემსხვერპლა, მათგან 22 ათასი მხოლოდ ნიუ იორკში.