პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა პირველ ტურში ხმათა 45%-ი მიიღო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ხმათა 82%-ის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, ანჯერი დუდას 5% დააკლდა გამარჯვების მისაღწევად. წინასწარი მონაცემებით დუდა, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“, 45,7%-ს აგროვებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლმა უფრო დაბალი შედეგი- 41,8% აჩვენა. ოფიციალური მონაცემებით 28,5 %-ით მეორე ადგილზეა ვარშავის მერი და ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი.       https://www.radiotavisupleba.ge/a/30696345.html #ახალი_ამბები #twitter