ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში - კობახიძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143903
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღამასრულებელი მდივანი ოპონენტ კოლეგას, გიგა ბოკერიას "ნომერ პირველ გოიმს" უწოდებს. დღეს ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს შალვა რამიშვილის POSTV-ში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თქვა, რომ ისეთი "გოიმური" ოპოზიციური სპექტრი, როგორიც დღესაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.
"ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რაც არის, ყველამ კარგად იცის, მე მგონი, ამას განმარტება არ სჭირდება. საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის გოიმობა. ასევე საზოგადოებამ იცის, თუ რას ნიშნავს გოიმური ქცევა, რას ნიშნავს გოიმური საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ოფისში რამდენიმე დღის წინ. გიგა ბოკერია არის N1 გოიმი ამ გოიმების სპექტრში" - განაცხადა კობახიძემ.